,,ქართველობას გვართმევენ !?” – რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი პანიკის გამოწვევაა

0
399

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ  რუსული პროპაგანდის მიზანი  არის  ღირებულებების შეცვლა  საზოგადოებაში – საქართველოში ადვილად ჩანს კრემლის მხარდამჭერი და ანტიდასავლური გზავნილები სხვადასხვა მედიასაშუალებებში.
 
 – ამის შესახებ ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა ვიცე- პრეზიდენტი ედვარდ  ლუკასი ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში აცხადებს,  რომ ჯანსაღ დემოკრატიას ოპოზიცია აუცილებლად სჭირდება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ ყალბი გზავნილების  –  ცრუ ინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების ამოცნობა, რაც  საზოგადოებასთან ერთად, მთავრობის პასუხისმგებლობაცაა.''
 
,,სახელმწიფო თანხები არ უნდა დაიხარჯოს ექსტრემისტ მედიაში რეკლამის ყიდვაში. საქართველოში ზოგიერთი ანტიდასავლური ვებ-გვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს. არ მგონია ეს კარგი იდეა იყოს” პროპაგანდის შედეგად, ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი იცვლება.ამიტომ  მთავრობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ სად იდება მისი სარეკლამო ფული და  მთავრობამ ისეთ მედიასაშუალებებში უნდა იყიდოს რეკლამა, რომლებიც ზოგადად ეროვნულ ინტერესებს ემსახურება” – აცხადებს ლუკასი.
 
თავის მხრივ, ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის ანალიტიკოსმა რალფ ფრედჰაიმმა კი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა, რომ რეალობის შეცვლასთან ერთად, 
„პანიკა ადამიანებს ისეთი მოქმედებებისკენ უბიძგებს, რასაც ისინი მშვიდ მდგომარეობაში არ გააკეთებდნენ. სტრესი ადამიანებს რეაგირებისკენ უბიძგებს და იძულებით მოქმედებას ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ”, – განაცხადა ფრედჰაიმმა.
წინა სტატიახელისუფლების მძევლები ხელბორკილებითა და ჯართად ქცეული ძვირფასეულობით პროკურატურას მიადგნენ
შემდეგი სტატიამესმინაეს სიკვდილის ფერი – გინორჩქილაფა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური