მთავარისიახლეებირეგიონები,, 7 ქალაქისთვის, მათ შორის ზუგდიდისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება მიუღებელია''...

,, 7 ქალაქისთვის, მათ შორის ზუგდიდისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება მიუღებელია” – აცხადებს 120 საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაცია

Published on

120 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია აწერს ხელს   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას, რომელშიც  2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება შეფასებულია როგორც დაუშვებელი და ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი  რომელიც შეაჩერებს ”განვითარების დაწყებულ პროცესს” და საზიანო იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. 
 
 საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.
 
„თვითმმართველობის  რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა – ნათვქვამია მიმართვაში –   ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც Freedom House-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა.  აქედან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა მის მიერვე შემუშავებული თვითმმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ საქმიანობებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასაც.
 
მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმამ იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, ბოლო დროს ვისმენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რაც, ერთმნიშვნელოვნად, რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა. 
 
თვითმმართველი ქალაქების განვითარება – ეს არის თანამედროვე სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენცია. საქართველოსთვის თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების ხელშეწყობა კი, არა მარტო სახელმწიფოს ურბანული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია ქვეყნის მართვის ევროპულ მოდელზე გადასასვლელად. ამავდროულად, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც.
 
გარდა ამისა, ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებსაც.
 
ამ და სხვა არგუმენტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს ნაბიჯი დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს. 
 
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც სხვებთან   ერთად 
უერთდებიან ზუგდიდში, მეგრელოს რეგიონში  მოქმედი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები:
„საუნჯე“ , გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“,  სათემო ფონდი „ეგრისი“, სათემო ფონდი „ნეფა“ , სენაკის სასოფლო დარბაზი, გაზეთი „ზუგდიდი“ (სამეგრელო), ტელეკომპანია „ოდიში“ (სამეგრელო), ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა“ (სამეგრელო),
ტელეკომპანია „ჯიხა“ (სამეგრელო), ტელეკომპანია „კოლხეთი 89“ (სამეგრელო), ტელეკომპანია „ეგრისი“ (სამეგრელო)
 
 
 

სიახლეები

13 წლის მოზარდებმა სკოლის სტადიონზე “სნუსი” მიიღეს და შეუძლოდ გახდნენ – შემთხვევა ზუგდიდში

რამდენიმე დღის წინ, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ...

“ყოველდღე რუსული დარტყმები, დაღუპული ადამიანები – რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, ამას მთელი მსოფლიო ხედავს” – ზელენსკი კრივი რიჰზე

"რუსული რაკეტა ჩვეულებრივ ქალაქში. პირდაპირ ქუჩაში, სადაც საცხოვრებელი სახლებია. წინასწარი ინფორმაციით გამოიტენეს ბალისტიკა. ამ...

რუსების მიერ დაბომბილ კრივი რიჰში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია

რუსების მიერ დაბომბილ კრივი რიჰში სამაშველო სამუშაოები დასრულდა. 3 აპრილს დღისით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქს...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით...