მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უპერსპექტივობა წარმოშობს ემიგრაციას და უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნებში გადახვეწას აადვილებს."- მიხეილ სააკაშვილი

“უპერსპექტივობა წარმოშობს ემიგრაციას და უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნებში გადახვეწას აადვილებს.”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილი ვიზალიბერალიზაციას ეხმაურება და წერს:  "1996 წელს ქართული და რუსული ინტელიგენციის შეხვედრაზე თელავში მივედი, როგორც ახალგაზრდა პარლამენტარი და დავურღვიე იდილია, როდესაც ვუთხარი, რომ მალე მოვიდოდა დრო, რუსეთში ვიზები დაგვჭირდებოდა, ევროპაში კი უვიზოდ ვივლიდით. მაშინ, იქ შეკრებილმა ქართველმა "ინტელიგენტებმა" გიჟად გამომაცხადეს, არაუშავს, მას შემდეგ ეს ეპითეტი, ჩემი მისამართით, ბევრჯერ მომისმენია და აღარც ვრეაგირებდი. როდესაც თურქ ქართველებს, ვინც ქართული იცოდა და საქართველო უყვარდა, მოქალაქეობას ვანიჭებდი, ვეუბნებოდი, რომ ჩვენ თურქეთზე ადრე გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა. ქუთაისის აეროპორტიც ამიტომ აშენდა და არ დაგვცალდა, თორემ გურიაში, სოფელ მერიაშიც ვაპირებდით ორჯერ დიდი აეროპორტის აშენებას და მისი ავტობანით დაკავშირებას ბათუმთან, ფოთთან და ლაზიკასთან. 
დღეს მე, ჩემი პასპორტით, ისევ მჭირდება ვიზა, რადგან ეს პასპორტი უკრაინულია, მაგრამ ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სიხარულს განგაშის გრძნობა ახლავს თან, თუ საქართველოში სხვა ხელისუფლება არ მოვიდა, ჩვენ გვემუქრება ასობით ათასი შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველის დაკარგვა, ვინაიდან უპერსპექტივობა წარმოშობს ემიგრაციას და უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნებში გადახვეწას აადვილებს. თუ ეს საკითხი დროზე მოვაგვარეთ, ვივლით, როგორც წარმატებული ქვეყნის ამაყი შვილები ტურისტებად, სასწავლებლად და ყოველთვის დავბრუნდებით საკუთარ სამშობლოში, რადგან რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერასდროს წაიღებენ თან."-წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...