მთავარისიახლეებისაზოგადოებამეტი ქალი და რაინდი პოლიტიკაში, როგორც ასეთი

მეტი ქალი და რაინდი პოლიტიკაში, როგორც ასეთი

Published on

გუშინ ქალაქ ზუგდიდის  საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი – ეს პირველი შემთხვევაა ზუგდიდის თვითმმართველობის ისტორიაში, როცა   ამ რანგის ხელმძღვანელი  ქალი გახდა.
 
საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ნატო შეროზია თავისი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს მიმართვას –  ,,ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო ჩვენი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე.
პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა კოლეგებს ამ ნდობისთვის. მჯერა, ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ ვიზრუნოთ ზუგდიდის უკეთეს მომავალზე, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
 
რაც მთავარია, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია დავიცვა ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და ჩვენი საკრებულოს უმთავრესი მონაპოვარი მაქსიმალური გამჭვირვალობა, საჯაროობა და ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.
ზუგდიდი არის და იქნება ერთერთი გამორჩეული ქალაქი საქართველოში და თითოეული ჩვენგანის ვალია გავაკეთოთ მაქსიმუმი და ვემსახუროთ ჩვენ მშობლიურ ქალაქს.'' – წერს ნატო შეროზია იმ უამრავი მილოცვის პასუხად , რომელთაგან ბევრი სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღო.
 
ეს ფოტოც სოციალური ქსელიდან არის. ქალის თავმჯდომარეობამ, როგორც ჩანს, პირველივე წუთებიდან აღუძრა მის თანამოსაქმეებს  რაინდული იმპულსები. რამდენად შეძლებს თავმჯდომარე ეს იმპულსები  ზუგდიდში არსებულ სხვა  პრობლემებთან ერთად გენდერული პრობლემების მოგვარებაზეც მიმართოს და, როგორც გენდერის სფეროს სპეციალისტები იტყვიან,   გააადამიანუროს პოლიტიკა, მომავალი გვიჩვენებს.   
 
რაც შეეხება ამ ფოტოს, ნუ დაიწყებთ მის ძებნას სოციალურ ქსელში და მით უფრო თავმჯდომარის პირად ფეისბუქგვერდზე –   იგი განთავსებიდან მოკლე ხანში გაქრა. 
 

საკრებულოს თავმჯდომარე  ნატალია შეროზია ამ პოსტზე მმართველმა გუნდმა წარადგინა, მის  კანდიდატურას საკრებულოს 11 წევრმა, 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.  აქამდე ნატალია შეროზია საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. იგი  2014 წელს საკრებულოში "ქართული ოცნების" სიით მოხვდა.
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...