27 მარტს ქალაქ ზუგდიდში შ.პ.ს. ნიკორა ტრეიდიდან მაღაზიიდან ფარულად გაიტანა სხვადასხვა ფირმის ალკოჰოლური სასმელები. როგორც სალაროში ამბობენ, მან სასმელები სხვა პროდუქტის ფასის გადახდის დროს გააყოლა ხელს და, როცა გასვლისას ეს შენიშნეს და უკან მოუხმეს, ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სამართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. ცხელ კვალზე გატარებული ოპერტიულ და საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად დადგინდა, რომ ეს პიროვნება ქალაქ ზუგდიდის მცხოვრები ა.შ. – ია. მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფარულად გატანილი ალკოჰოლური სასმელები.
ა.შ დაკავებულია და ზუგდიდის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანშია გადაყვანილი.