ხანძარი ბათუმში – ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენს გაუჩნდა

0
409
 
ბათუმში, ოძელაშვილის 31 ნომერში ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენს დილის 06:00 საათზე ხანძარი გაუჩნდა.დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სხვენი სრულად განადგურდა. დაზარალდა რამდენიმე ოჯახიც.შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. იგი დაზარალებულებს შეხვდა.ზურაბ პატარაძის განცხადებით, კომისია ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს დახმარებას ქალაქის მერია გაუწევს.ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. მიმდინარეობას გამოძიება.ხანძრის ლიკვიდაციას 80-მდე მეხანძრე ამ დრომდე ცდილობს.
წინა სტატიამოსკოვის ანტიკორუფციულ აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა ექვსასს გადააჭარბა
შემდეგი სტატიახვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური