მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან ყარამანიშვილი: ,,არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება - ხვალიდან...

ლევან ყარამანიშვილი: ,,არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება – ხვალიდან გადავდივართ რუსთავი 2 -ის კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში”

Published on

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 91%-იანი წილის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები კიდევ ერთ განცხადებას აკეთებენ. მათი თქმით,  ისინი ხვალიდან „რუსთავი 2“-ის კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში გადადიან. განცხადება ამჯერადაც ლევან ყარამანიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 
 
ყარამანიშვილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათ მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების „რუსთავი 2“-ის ეთერში გაშუქების გამო და აცხადებენ, რომ მათი განცხადება, პრაქტიკულად, არ გაშუქებულა.
"სამწუხაროა, რომ ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომელიც 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6 საათიანი კურიერის შუაში, თემის გაუშლელად, და საერთოდ არ გაშუქებულა 9 საათიან კურიერში). ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში.
ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში). ამიტომ, ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას (სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება) და ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში,"-ნათქვამია განცხადებაში.
 
 
 

 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...