მთავარისიახლეებიპოლიტიკალაშა ბერულავა: ,,ერთ თვეში რ2-ში ყველაფერი შეიცვლებაო, არჩილ თალაკვაძის ფრაზა...

ლაშა ბერულავა: ,,ერთ თვეში რ2-ში ყველაფერი შეიცვლებაო, არჩილ თალაკვაძის ფრაზა ამეკვიატა …”

Published on

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა შინაგან კავშირს ხედავს რუსთავი 2 – ში მიმდინარე პროცესებსა და  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მიერ  ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებამდე გაცილებით ადრე გაკეთებულ იმ განცხადებას შორის, რომელშიც იგი   რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ ,,ბოლო პერიოდში არსებული უცნაური სიხარული და ნიშნის მოგება მომავალ თვეში დასრულდება''.
 
,,ერთ თვეში რ2-ში ყველაფერი შეიცვლებაო, არჩილ თალაკვაძის ფრაზა ამეკვიატა – წერს ლაშა ბერულავა –  ეს: 
ა) ან დამთხვევაა (რა უცნაურია ამდენი დამთხვევა);
ბ) ან ყველაფერი ნორმალურადაა და ტყუილად ვშფოთავთ (ნეტა ეგრე იყოს და, ჯანდაბას ნერვები);
გ) ან ხელისუფლების გეგმა B არსებობდა (რა გასაკვირია და);
და თუ გ), მაშინ:
გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, ვინაა სასარგებლო იდიოტი, ან მთლად უარესი – გეგმის შედგენის მონაწილე. 
პასუხი ჯერ ნათელი არ არის.
თუ არის?''
 
 
შეგახსენებთ, თალაკვაძის ამ განცხადებას მყისვე მოყვა ოპოზიციის კრიტიკა . ღნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერ მალავს პოლიტიკურ ზიზღს რუსთავი 2-ის კოლექტივის მიმართ.
"ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ბატონი თალაკვაძის განცხადება პირდაპირ მიანიშნებს ხელისუფლების პირდაპირ ჩართულობას ე.წ ორი კერძო სუბიექტს შორის დავაში, რუსთავი 2 -ის საქმეში. ხელისუფლება ვერ მალავს პოლიტიკურ ზიზღს რუსთავი 2-ის კოლექტივის მიმართ. ძალიან საინტერესოა ყველა ის მხილება, რომელსაც ისინი საკუთარ თავს უწყობენ"- განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა ირაკლი აბესაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილი პრემიერი თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას წააგებს.
"როდესაც ევროპის სასამართლომ დაიცვა თავისუფალი სიტყვა და დადგა ჩვენი დემოკრატიის სადარაჯოზე ამის დასრულებას თუ გულისხმობს თალაკვაძე, მას უნდა რცხვენოდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს თავს დაესხას და ყველაფერი გააკეთოს გეგმის განსახორციებლად, მაგრამ აქვე დარწმუნებული ვარ ის იმთავითვე კრახს განიცდის როგორც ეს აქამდე განიცადა"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...