მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე იოანე გამრეკელს მიაჩნია, რომ მიტროპოლიტი პეტრე სინოდს უფრო მკაცრად უნდა დაესაჯა

მეუფე იოანე გამრეკელს მიაჩნია, რომ მიტროპოლიტი პეტრე სინოდს უფრო მკაცრად უნდა დაესაჯა

Published on

 მეუფე იოანე გამრეკელს მიაჩნია, რომ უნდა მომხდარიყო მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლა, რადგან მისი ავტორიტეტი მრევლის თვალში შეილახა. 
”ძალიან განვიცდი, რომ მეუფე პეტრე სუბიექტურად საუბრობს. ის ესწრებოდა სინოდის სხდომას და მოისმინა ყველა წევრის აზრი, მოისმინა დასაბუთება მოციქულთა დროიდან. ის იქნა შეწყალებული, რადგან სასჯელი უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი, მაგრამ სინოდის წევრების თხოვნით ასე არ მოხდა. უნდა მომხდარიყო მისი გადაყვანა სხვა ეპარქიაში, რადგან მისი ავტორიტეტი მრევლის თვალში შეილახა”, – განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა. მისივე თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში ის ვერაფერს იტყვის, რადგან ამ საქმეს არ იცნობს. ”როცა რამე არ იცი, საუბარი ძნელია. მე დეკანოზსაც არ ვიცნობ. მისი სახელი და გვარი გავიგე ამ ამბებიდან ტელევიზიის მეშვეობით. რომც დამიბარონ, ვერაფერს ვიტყვი. ვერც სინოდის წევრებზე ვიტყვი, რომ ამ საქმესთან კავშირი აქვთ. სინოდს გვაქვს ერთიანი პოზიცია, რომ ვენდობით გამოძიებას და ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება”, – განაცხადა მეუფემ. 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...