„დედამიწის საათი“ მსოფლიოში მეათედ, ხოლო საქართველოში მეცხრედ აღინიშნება

0
393
 დღეს, ადგილობრივი დროით 20:30 საათიდან კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები „დედამიწის საათის“ დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდება და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.„დედამიწის საათი“ მსოფლიოში მეათედ, ხოლო საქართველოში მეცხრედ აღინიშნება. „ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში დრამერების შოუ გაიმართება, „სეუ არტ პროჯეკტის“ მოცეკვავეები ორიგინალურ საცეკვაო ნომერს წარმოადგენენ. ასევე, საღამოს მუსიკალურად ჯგუფი Loudspeackers გააფორმებს.ღონისძიება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები „დედამიწის საათის“ დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდება და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან“, – აღნიშნულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
წინა სტატიამეუფე იოანე გამრეკელს მიაჩნია, რომ მიტროპოლიტი პეტრე სინოდს უფრო მკაცრად უნდა დაესაჯა
შემდეგი სტატიარუსთავი2-ის გუნდი ახალ შპს-ს აფუძნებს, რომელიც კომპანიის 51 % წილის მფლობელი იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური