მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ხალხი არ გარბოდეს თავისი ქვეყნებიდან"-ანგელა მერკელის თქმით ევროკავშირმა...

„ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ხალხი არ გარბოდეს თავისი ქვეყნებიდან”-ანგელა მერკელის თქმით ევროკავშირმა შეცდომები დაუშვა

Published on

ევროკავშირმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ დადგა დრო დავასრულოთ დაწყებული და გამოვასწოროთ შეცდომები, საამისოდ კარგი საფუძველი გვაქვს, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა იტალიის სახელმწიფო არხის Tg1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. „ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი კარგად არ გავაკეთეთ და ის, რაც დაუსრულებელი დაგვრჩა, დადგა დრო დავასრულოთ და საამისოდ კარგი საფუძველი გვაქვს“, – განაცხადა მერკელმა. 
„როდესაც შიდა საზღვრები გავხსენით, არ გვიფიქრია გარე საზღვრების გამაგრებაზე; როდესაც ერთიანი ვალუტა დავაწესეთ არ ვიყავით მზად კრიზისისთვის. ყველაფერ ამას ჩვენ ახლა ვასწორებთ საბანკო კავშირისა და სტაბილიზაციის მექანიზმების მეშვეობით. მთავარი ის არის, რომ ეს სოლიდარობის ატმოსფეროში უნდა კეთდებოდეს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მისი აზრით, ევროპა შეძლებს ერთიანი პასუხის გამოძებნას საიმიგრაციო პრობლემაზე, „როდესაც თითოეული თავის წვლილს შეიტანს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე“.„ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ხალხი არ გარბოდეს თავისი ქვეყნებიდან, გადავჭრათ კრიზისები, როგორც სირიაშია და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ“, – დასძინა ანგელა მერკელმა. რაც შეეხება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ოვალურ კაბინეტში საპროტოკოლო ფოტოგადაღებისას ტრამპმა მერკელს ხელი არ ჩამოართვა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ „ხელის ჩამორთმევა საკმარისად იყო“.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...