მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა"- მიხეილ...

“ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა”- მიხეილ სააკაშვილი რუსთავი2-ის პროცესებს ეხმაურება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავი2-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება."ფეისბუქზე ვადევნებ თვალს რუსთავი 2ის მართვაზე მიმდინარე დებატებს. პირველ რიგში, მე ვარ თითოეული რუსთავიორელის გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით.მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად ,იყო ძალიან მნიშვნელოვანი.მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი,როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის,რომ მას,როგორც მენეჯერს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლიაჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას.ამიტომ, მფლობელების წინადადება კოლექტივისთვის წილების განაწილებაზე და მათ მფლობელობაში შემოყვანაზე, უპრეცენდენტოა და დასაფასებელი.ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები, დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს – რუსთავი 2ს."- წერს სააკაშვილი

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...