მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა მიშველაძის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა მიშველაძის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს იმ ნაწილში, რომელიც სასამართლომ ეკა მიშველაძის სასარგებლოდ დააკმაყოფილა. ადვოკატის თქმით, ეკა მიშველაძის სარჩელი მხოლოდ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდა, რის მოტივაციადაც სასამართლომ დაასახელა, რომ დაირღვა „შრომის კოდექსის“ გარკვეული მუხლები, ხოლო ყველანაირი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხა. ”ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ბათილად ცნო გათავისუფლების გადაწყვეტილება და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა კომპენსაცია. სხვა ნაწილში – მორალურ ზიანზე, აღდგენაზე, სასამართლომ თქვა უარი. სასამართლომ თავადვე გამორიცხა, რომ არანაირ პოლიტიკურ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ამბობს, რომ ერთადერთი, რაზეც დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება არის ის, რომ გათავისუფლების პროცესში არ იყო დაცული „შრომის კოდექსის“ პირობები. ეს მყიფე არგუმენტია. აღსანიშნავია, რომ ყველანაირი დისკრიმინაცია – პოლიტიკური დისკრიმინაცია თუ პოლიტიკური მოტივი გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გამორიცხა”, – აღნიშნა ადვოკატმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. მიშველაძის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავდნენ.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...