მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლომ ეკა მიშველაძის პირველი არხიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას მისთვის 30...

სასამართლომ ეკა მიშველაძის პირველი არხიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას მისთვის 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა. 

როგორც მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

”სასამართლომ ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე მთავარი, რაც იყო ამ სარჩელში, ეხებოდა იმას, რომ უკანონოდ მოხდა ჩემი გათავისუფლება. ეს აღიარა და ეს დაადგინა სასამართლომ. შრომითი ხელშეკრულების დარღვევა მოხდა და გადაწყვეტილება იყო უკანონო, რაც სასამართლომ დაადასტურა. არ მოხდება ჩემი აღდგენა, თუმცა მე მივიღებ კომპენსაციას”, – განაცხადა მიშველაძემ. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. მიშველაძის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავდნენ. 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...