მთავარისიახლეებიპოლიტიკადევნილებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დავა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე...

დევნილებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დავა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში ის დევნილები მივიდნენ, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ და ბინებს ვერ მიიღებენ. აქციის მონაწილე დევნილები მინისტრის მოადგილისგან მკაცრ განმარტებებს ითხოვენ, თუ რატომ არ მოხდა მათი ბინებით დაკმაყოფილება. სამმართველოში დევნლებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დავა ხმაურისა  და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.აქვე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც დევნილთა სამინისტროს ბინების არასწორად გაცემასა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დღეს ზუგდიდში,ბარამიას ქუჩაზე, ორ თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელი ფართები 144 დევნილოჯახს გადასცა. 72 ერთოთახიანი,48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით გადაწილდა. სამინისტროს ცნობით, გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ. კენჭისყრის პროცედურას მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებთან ერთად დაესწრო. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში 7 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.ბინების გადაცემის პროცესს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. უკმაყოფილო დევნილების განცხადებით, აღნიშნული პროცესი არასამართლიანად წარიმართა, რომლის შედეგად შედარებით მაღალქულიანები ბინების გარეშე დარჩნენ, როცა დაბალქულიანებს დაუკმაყოფილდათ მოთხოვნა. აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე. გიგა გიორგაძის თქმით, ის მზად არის თითოეულ მათგანს შეხვდეს და მათ კითხვებზე პასუხები გასცეს.ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 2017 წლის ბოლომდე ბინას  288 დევნილი ოჯახი მიიღებს.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...