ბინით დაკმაყოფილებაზე უარის მიღების გამო ზუგდიდში ერთ-ერთმა დევნილმა თვითმკვლელობა სცადა.

0
421

ფაიფურის დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში  მოათავსა. მეზობლების ინფორმაციით, ჯულიეტა ჩაკაბერიას სუიციდის მცდელობა ქონდა, რადგან, როგორც მეზობლები ამბობენ, მას აპლიკაციის შევსების შემდეგ გამსვლელი ქულა მიენიჭა, რითაც ის ბინით უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა, აღმოჩნდა რომ ბინით დაკმაყოფილებულთა სიაში არ ირიცხებოდა. ქეთინო ჩაკაბერიამ არსებული ინფორმაციით აბების დიდი დოზა მიიღო, ის უგონო მდგომარეობაში მეზობლებმა აღმოაჩინეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას შეატყობინეს. ქალმა, რომელმაც თვითმკვლელბა სცადა, მარტოხელა დედაა და ობლებს ზრდის.

წინა სტატიამიხეილ საკაშვილი: ,,ვინც არ უნდა იყოს ვორონენკოვის მკვლელობის შემსრულებელი, ჩემთვის უეჭველია, რომ დამკვეთი ვლადიმერ პუტინია”
შემდეგი სტატიასაკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია “საქართველო” – “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების შეთავაზება ძმებ ყარამანიშვილებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური