მთავარისიახლეებისაზოგადოებაამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ

ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ

Published on

ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ.
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან იმ სეგმენტზე ისაუბრა, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომის პრივილეგია ექნებათ.
 
”ეს ჯგუფი უკვე განსაზღვრულია. ეს არის პენსიონერების ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია, ასევე, მარტოხელა პენსიონერი, სხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიები და პლუს, ეს პრივილეგია გავრცელდება 70 000 – 100 000 ქულის მქონე მოქალაქეებზე”, – განმარტა დავით სერგეენკომ.
 
ამასთან, ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის მეორე ტიპის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაფინანსდება.
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...