მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები - პატრიარქი სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი...

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები – პატრიარქი სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს ხვდება

Published on

 რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, ეს არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმa ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე . 
 
პატრიარქის თქმით, იგი 11 წელი იყო აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, თუმცა დღესაც არ აქვს შესაძლებლობა აფხაზეთში ჩავიდეს და იქაურ მორწმუნეებს შეხვდეს. – მე დღესაც ვითვლები აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელად, მაგრამ  არ მაქვს საშუალება, ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს.  მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ საზღვრები, სადაც ხელოვნურადაა დაყოფილი ჩვენი ტერიტორია. ეს არ შეიძლება დაუსრულებლად  გაგრძელდეს –  რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ თქვენი ჩამობრძანებისათვის და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას” – განაცხადა უწმინდესმა შეხვედრაზე.
 
პატრიარქის თქმით, გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია, რადგან შესაძლოა უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. შეხვედრაზე პატრიარქმა ასევე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიხსენა. 
 
”გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ტერიტორია იყოს წართმეული საქართველოსთვის. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავს გამოსავალს. მე ვუთხარი, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც გადაწყდება ეს პრობლემა”, – განაცხადა უწმინდესმა შეხვედრაზე. 

 
ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ ხაზგასმული პატივისცემით გუთხრა პატრიარქს : ”როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა უსმენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში”
 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...