21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, აქცია სახელწოდებით: „ უთვალავი წინდა’’გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჭრელი წინდებითა და ფერადი ბუშტებით მსვლელობა გამართეს ცენტრალური მოედნიდან ბულვარამდე. აქციის დასასრულს, მონაწილეებმა, ცენტრალურ მოედანზე სიმბოლურად ფრანები გაუშვეს. ქალაქ ზუგდიდის მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნინო სხულუხიამ აღნიშნა, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქართველოში მეხუთე წელია აღნიშნება. დღის ცენტრის ადმინისტრატორმა იამზე ალფენიძემ გვითხრა, რომ ეს ბავშვები არიან მზე, სხივი და სითბო. სიყვარულის, კეთილსინდისიერების განსახიერება. ისინი უბოროტონი, უმანკოები არიან. „ცხოვრებაში მეორე შანსი რომ მქონოდა, ალბათ იგივეს გავაკეთებდი საზოგადოებრივ საქმიანობაში, მადლობა უფალს ამის შესაძლებლობა რომ მაქვს.’’-განაცხადა ალფენიძემ.
დაუნის სინდრომის დღე ზუგდიდში მსვლელობით აღინიშნა
სიახლეები
საზოგადოება
ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...
საზოგადოება
პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა
პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...
სიახლეები
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური
თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...
სიახლეები
საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...