მთავარისიახლეებისაზოგადოება"ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც წავსულვართ და შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ "- ანა...

“ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც წავსულვართ და შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ “- ანა მარგველაშვილი

Published on

„ეს ნაბიჯი, ალბათ, გადამადგმევინა სამწუხაროდ იმან, რომ პირადად მე შემეხო და ჩემს საახლობლო წრეს შეეხო ეს პრობლემა, რაც დღეს გვიდგას,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის შვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.ანა მარგველაშვილის თქმით, ის ნანობს, რომ ამ საკითხზე ხმა უფრო ადრე არ ამოუღია. ის აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მისი მეგობრები და ახლობლები მუდმივად შიშობდნენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ობიექტები გახდებოდნენ.„მას აფრთხილებდნენ, რომ უპირებდნენ დაჭერას, ჩადებას. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც წავსულვართ და შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ და  გვითვალთვალებენ,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.ის აღნიშნავს, რომ მინდია გოგოჭური, მიხეილ თათარიშვილი და თორნიკე კაჭარავა სამართალდამცველებისთვის მთავარი სამიზნეები იყვნენ.„ემუქრებოდნენ, დატოვეთ ქვეყანა, თორემ დაგიჭერთ, ჩაგიდებთ იარაღს, ნარკოტიკს…“ – აცხადებს ანა მარგველაშვილი.მისი განცხადებით, დღეს ის შიშები, რომლებიც მას ჰქონდა, გამართლდა. ანა მარგველაშვილის აზრით, დღეს ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებული პრობლემა სამართალდამცველებთან უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ეს პრობლემა მხოლოდ მის ოჯახს არ ეხება. 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...