მთავარისიახლეებითვალსაზრისივის უტყდება მეგრულად ლაპარაკი?! რუსთავი-2-ის მიერ საეთერო დროის დათმობა მეგრულისათვის ძალიან...

ვის უტყდება მეგრულად ლაპარაკი?! რუსთავი-2-ის მიერ საეთერო დროის დათმობა მეგრულისათვის ძალიან მკაფიო გზავნილია

Published on

,,ამხელა საეთერო დროის დათმობა მეგრულისთვის, რომელიც, გულზე ხელი დავიდოთ და, მარგინალიზებულია ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, ძალიან მკაფიო გზავნილია როგორც გაბუნიას, ასევე მთლიანად, "რუსთავი-2-ის" მხრიდან და ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია და არა ის, ზოგიერთ ჩემ კოლეგას, სამეგრელოში დაბადებულს და გაზრდილს, მეგრულად ლაპარაკი რომ უტყდება.'' – ასე ეხმაურება  ჟურნალისტი ლაშა ბერულავა თავის ფეისბქგვერდზე ,,პოსტსკრიპტუმის'' გუშინდელ გამოშვებას და  საზოგადოების რეაქციას სოციალურ ქსელში .
 
,, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს აქ დაწყებულ გარჩევებს იმაზე, იცის თუ არა მეგრული გიორგი გაბუნიამ, კითხულობდა თუ არა ტექსტს (მასე წამყვანები სუფლიორში ქართულ ტექსტსაც კითხულობენ), კარგად არბილებს თუ არა "ლ"-ს და აქვს თუ არა მეგრულისთვის დამახასიათებელი აქცენტები – წერს ლაშა ბერულავა.
 
,,მე არ ვიცი სვანური, მაგრამ ისევე გავიტრუნებოდი და მივუგდებდი ყურს გიორგი გაბუნიას, სვანურად ალაპარაკების შემთხვევაში, როგორც მისი მეგრული მოვისმინე, რომელიც გავიგე.
ქართულად ლაპარაკობს ვინმე, სვანურად თუ მეგრულად, მე მომწონს მისი მოსმენა, იმიტომ რომ იმ ლაპარაკში (მაგალითად, სვანურად) სიტყვები არა, მაგრამ საქართველო მესმის.
 
მოვუაროთ საქართველოს."  
 
და აქვე –  ლაშა ბერულავას კიდევ ერთი პოსტი ამ თემაზე:
,,უკვე გამოჩნდნენ საყველაფრო ექსპერტები და საქართველოს ბედზე მჭმუნავნი, რომლებიც საფრთხეს ხედავენ ტელევიზიით მეგრული ენის პოპულარიზაციის იმ გამოხატულებაში, რაც "პოსტსკრიპტუმში" იყო. 
რავა ყველაფერი იცის ამ ხალხმა…
ასე ფხიზლად მაშინ იყოთ ნეტა, მავთულხლართები რომ ლამის ავტობანამდე მოაქვთ, თორემ კრემლი სამეგრელოში სულ ცდილობს არევას და ვერ აურია, იმიტომ რომ იქ პატრიოტები ბევრად ჭარბობენ ნაძირლებს…
დაოკდით, რა…
აბა, ბიჯო, გაბლატავდებიან მეგრელები და ავტონომიას მოითხოვენ თუ რა საფრთხეს ხედავთ ერთი, ძალიან მაინტერესებს…''

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...