მთავარისიახლეებიპოლიტიკანორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტი დაიწყო

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტი დაიწყო

Published on

 რამდენიმე საათის წინ  თბილისში ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები ჩამოვიდნენ. დელეგაციების შემადგენლობაში არიან პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე სპიკერები.
 
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან,  პარლამენტის თავმჯდომარესთან,  პრემიერთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და სამოქალაქო სექტორთან. 
 
დაგეგმილია ასევე მათი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.
 
სტუმრები ადგილზე გაეცნობიან ოკუპირებულ ხაზთან არსებულ ვითარებას. ისინი  ჩავლენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან გორში და საზღვრისპირა ნადარბაზევსა და ხურვალეთში.
 
გაკეთდება ერთობლივი განცხადებაც.
 
არის მოლოდინი იმისა, რომ საპარლამენტო დელეგაციების  ვიზიტი საქართველოს კავშირებს ნორდიკულ-ბალტიურ ქვეყნებთან კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის. 
 
 
 
 
 

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...