მთავარისიახლეებიუკრაინანიკა ვაჩეიშვილი - ახალი ნიჭიერი ანტერპრენიორი ჰოსფითალითის ბიზნესში

ნიკა ვაჩეიშვილი – ახალი ნიჭიერი ანტერპრენიორი ჰოსფითალითის ბიზნესში

Published on

 

,,ყველამ ვიცით, რომ ის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მეჭურჭლეთუხუცესია'' –  დიპლომატი მამუკა კუდავა სოციალურ ქსელში საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ნიკა ვაჩეიშვილის მიერ საჯარო სამსახურიდან იძულებითი წასვლის შემდეგ წამოწყებულ და წარმატებით დაგვირგვინებულ ახალ საქმიანობას ეხმაურება.
 
,,ვიცოდი, რომ ნიკა ვაჩეიშვილი კარგი ქართველია.
მინახავს საქმეში, ქართულ კულტურაზე რომ დღენიადაგ ზრუნავდა სახელმწიფო სამსახურის შესრულების პროცესში.
ეკრანზე შეგვინიშნავს ხშირად, ეროვნულ მემკვიდრეობას რომ დაჰფოფინებდა.
ცოცხლად მიგვრძვნია მისი პატრიოტიზმი რიო დე ჟანეიროში, სადაც ერთად ვიბრძოდით იუნესკო-ს სხდომაზე მისი პირმშოს ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესანარჩუნებლად.
ყველამ ვიცით, რომ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მეჭურჭლეთუხუცესია.
და ბოლოს, ვირტუალურ სივრცეში მენახა მისი, როგორც ენთუზიასტი ბიზნესმენ-მევენახის, ახალი ცხოვრების დაწყება ატენის ხეობაში.
 
მიუხედავად ამისა, მის მამულში პირველმა სტუმრობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
დიდი შრომით, რუდუნებით და ვნებით შექმნილი ნიკა ვაჩეიშვილის ღვინის მარანი, სასტუმრო და თუ გნებავთ ახალი კულტურული ძეგლი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ქართული გენის, ჯიშის და ნიჭის უნიკალურობაში, რომელსაც საქმის გაცხოველებული სიყვარული და ჟინი ახლავს თან.
მით უმეტეს, რომ ეს საოცრება ქართველი მეფეების მოწონებულ, ატენის ხეობაში მოყვანილი ღვინის აკვანში და VII საუკუნის ლეგენდარული სიონის ხელის გაწვდაზეა, ფრიალო კლდეებისა და ჩამომდინარე ტანა მდინარის პირას, ფანტასტიკური პეიზაჟებით და ულამაზესი პასტორალით.
 
მეტს აღარ მოვყვები, პირველი შთაბეჭდილება განსაკუთრებულია და ყველამ საკუთრივ უნდა გამოსცადოს. მე პირადად საქართველოს უცნობი ხეობის აღმოჩენის და იქ ბუტიკ სასტუმროს დაარსების სურვილი გამიჩნდა – ისეთის, ათწლეულების შემდეგ მსოფლიო რომ ილაპარაკებს და შვილიშვილები რომ იამაყებენ.
რომ ეწვევით, კიდევ ერთხელ მიხვდებით რა წარმტაცი ქვეყანა გვქონია და რა ცუდად ვიცნობთ ჩვენს სამშობლოს.
წარმატებები ვუსურვოთ ახალ ნიჭიერ ქართველ ანტერპრენიორს ჰოსფითალითის ბიზნესში და ქართული ტრადიციების გაგრძელების საქმეში.'' წერს მამუკა კუდავა. 
 
 
 

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...