მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამგებლის ყოფილი მოადგილე smo.ge-ს რედაქტორს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს, ჟურნალისტი კი სართანიას ფაქტებით საუბარს...

გამგებლის ყოფილი მოადგილე smo.ge-ს რედაქტორს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს, ჟურნალისტი კი სართანიას ფაქტებით საუბარს ურჩევს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია საინფორმაციო-სააგენტო სამეგრელოს მედია ორგანიზაციის – სმო.ჯის რედაქტორს და ჟურნალისტს მალხაზ ბასილაიას დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გურგენ სართანიას თქმით, მალხაზ ბასილაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას დავალებით მოქმედებს და საინფორმაციო სააგენტოს ვებ გვერდზე მისი ღირსების შემლახავ მასალებს აქვეყნებს. გამგებლის ყოფილმა მოადგილემ შეხვედრაზე სააგენტოს გვერდზე 2017 წლის 15 მარტს გამოქვეყნებული სტატია გაასაჯაროვა, სადაც სართანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობის პერიოდში მიღებულ ხელფასებს, პრემიებსა და მის მიერ გახარჯულ საწვავს ასახავს. გურგენ სართანია ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი მის ოპოზიციური ფლანგიდან პოლიტიკურ გააქტიურებას მოჰყვა. გურგენ სართანიას აღნიშნულ განცხადებებზე კომენტარი სამეგრელოს მედია ორგანიზაციის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა გააკეთა. მალხაზ ბასილაია ამბობს, რომ საჯარო მოხელეების პრემიებსა და საწვავზე პერიოდულად, სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც იწერებოდა. ამასთან, ჟურნალისტი სართანიას ცილისწამებაში ადანაშაულებს და მოითხოვს, გუბერნატორთან მისი თანამშრომლობის შესახებ დამადასტურებელი ფაქტები გამოაქვეყნოს.საინფორმაციო სააგენტო სმო.ჯი-ს და გუბერნატორის შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, odishinews-ი  რეგიონის პირველი პირის პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა უწყებამ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "არანაირი კავშირი აღნიშნულ ბრალდებებზე გუბერნატორს არ აქვს, ბრალდება აბსურდულია და კომენტარს არ ვაკეთებთ. 

სიახლეები

შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია

დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...