მთავარისიახლეებისაზოგადოებაცოტნე გამსახურდია: ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მეორე სკულპტურას აკეთებენ. არა მგონია ...

ცოტნე გამსახურდია: ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მეორე სკულპტურას აკეთებენ. არა მგონია ეს მას თავად მოსწონებოდა

Published on

ცოტნე გამსახურდია  აცხადებს, რომ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას  მეორე სკულპტურას აკეთებენ, ამ დროს კი ხელისუფლება შეგნებულად არ იძიებს მისი მკვლელობის საქმეს. ზუგდიდში უკვე არის მისი ქანდაკება, რისთვისაა საჭირო მისი დუბლირება და ზედმეტი თანხების განიავება?! შესაძლოა ეს მას თავად არ მოსწონებოდა.
 
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ზვიად გამსახურდიას სკულპტურის მშენებლობისათვის 50,000 ლარი დაიხარჯება!
 
ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს და არ იძიებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს, და უბრალოდ ჩქმალავს შევარდნაძის ბანდებისა და რუსეთის სპეცსამსახურების კვალს, რომელიც ცხადად ჩანს გამოძიების მასალებში, მთავარი პროკურატურა და სუს-ი ყოველმხრივ ბლოკავენ ამ საქმეზე სამართლებრივ შედეგს (გამოიცანით ვისი დავალებით), და ამ დროს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მეორე სკულპტურას აკეთებენ!
 
ჯერ ერთი, რომ ზუგდიდში უკვე არის მისი ქანდაკება… რისთვისაა საჭირო მისი დუბლირება და ზედმეტი თანხების განიავება?! არა მგონია მას ეს თავად მოსწონებოდა… ან რატომ შემოსაზღვრავენ მას მხოლოდ სამეგრელოთი? ამ კაცმა სამეგრელოსთვის იბრძოლა მხოლოდ, თუ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის?!
 
არ გამოვა ეს იაფფასიანი წინასაარჩევნო ტრიუკები! პირადად მე დიდი ხანია დავრწმუნდი, რეალურად ზვიად გამსახურდია – მისი საქმე, მემკვიდრეობა, მკვლელობა – ამ ხელისუფლებისათვის ზედმეტი და უხერხული ტვირთია, და იმედი მაქვს ასეთ რაღაცებს აღარავინ დაიჯერებს!
 
დანარჩენს, და მისი მკვლელობის საქმეზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ 31 მარტს – უახლოეს დღეებში გაცნობებთ დეტალურად…'' – წერს ცოტნე გამსახურდია.
 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ ზვიად გამსახურდიამ თავისი წიგნის ,,მთვარის ნიშნობის"  ჰონორარით ეროვნული გვარდიის საჩხერის ბატალიონს სამხედრო ფორმები შეუძინა. მას არასოდეს უცხოვრია საქართველოზე უკეთ. და კიდევ, რამდენად შეეფერება ჩვენი ფარისევლობა, რა ფორმითაც არ უნდა ვლინდებიდეს ის,  ამ ნათელ ფიგურას? თუ გვაქვს ეს  გასიგრძეგანებული?
 
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...