მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიგა ოთხოზორიას დედა: „ეს პროცესი ადრე რომ დაწყებულიყო, შესაძლოა დღეს კონკრეტული შედეგიც...

გიგა ოთხოზორიას დედა: „ეს პროცესი ადრე რომ დაწყებულიყო, შესაძლოა დღეს კონკრეტული შედეგიც დამდგარიყო“

Published on

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. ის წითელი ცირკულარით იძებნება. მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს შესაბამისი თხოვნით შარშან, მაისის თვეში მიმართა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაგვიანებულად მიიჩნევს ოთხოზორიას დედა. ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, ეს პროცესი ადრე რომ დაწყებულიყო, შესაძლოა დღეს კონკრეტული შედეგიც დამდგარიყო. მოკლულის დედა ამბობს, რომ აღნიშნული საქმე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია.

„ჩემი აზრით ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა, უფრო ადრეც რომ ყოფილიყო ინტერპოლით ძებნა გამოცხადებული ჩემი შვილის მკვლელზე, ალბათ შესაძლებელია შედეგიც მიღწეული ყოფილიყო. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება რუსებისთვის არ იქნება  დამაბრკოლებელი, თვითონ აფხაზები ინტერპოლით ძებნას რამდენად გაითვალისწინებენ და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ქართული მხარისთვის მისი დაკავება და აქეთ გადმოცემა. ღმერთმა ქნას, ჩემი შვილის მკვლელი დაიჭირონ და კანონიერად დაისაჯოს, რომ აფხაზ დამნაშავეებს არ ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ქართველი ადამიანის მოკვლა თავისუფლად შეიძლება. ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხია. ის გადამთიელები მოვიდნენ ჩვენთან, საზღვარი გაგვივლეს და თუ გაგივლეს საზღვარი, ისე მაინც უნდა იყოს, რომ ისინი თავისუფლად არ გადმოდიოდნენ ჩვენ საზღვარზე და ასე თავისუფალდ ქართველ ადამიანს არ კლავდნენ“-აცხადებს გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია.

აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია შარშან, 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ აფხაზმა მებაჟემ რამდენიმე გასროლით მოკლა.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...