მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით ნარმანიას მერობის დღეები დათვლილია. მიიღებს თუ არა თბილისი მერად სამტრედიელ კალაძეს?

დავით ნარმანიას მერობის დღეები დათვლილია. მიიღებს თუ არა თბილისი მერად სამტრედიელ კალაძეს?

Published on

რამდენიმე დღეა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მმართვდლი პარტია თბილისის მერობის კანდიდატად კახი კაკაძის დასახელებას გეგმავს. 
თავად   კახი კალაძის   განცხადებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატის თაობაზე ”ქართულ ოცნებაში” ჯერ მსჯელობა არ გამართულა და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არაა, თუმცა, როდესაც ”ქართულ ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამას პირველი თავად გააჟღერებს.  – ამის შესახებ მან ”TV პირველის” ეთერში, გადაცემა ”რეაქციაში” განაცხადა.
”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი. გუნდში ჯერ არ გამართულა მსჯელობა მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. დღეს მაქვს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა. ვარ ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, ვარ ასევე პარტია ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი. იმ დარგში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. თუ რა იქნება მომავალში, ვინ იქნება კანდიდატად წარმოდგენილი, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება, მას შემდეგ, რაც გუნდში ამაზე მსჯელობა გაიმართება. რაც შემეხება პირადად მე, მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვიმოქმედო. ჩემთვის თანამდებობა არსდროს ყოფილა მთავარი და მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...