საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო მართვის აკადემიას ეწვია.გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო მართვის აკადემიაში სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სტუმრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ორი სახელმწიფოს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე გაამახვილა.როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზრბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი წინაპრების მიერ ჩადებულმა თანამშრომლობის ფუნდამენტმა სახელმწიფო ლიდერებს – ედუარდ შევარდნაძესა და ჰეიდარ ალიევს რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების საშუალება მისცა, რამაც საქართველოს, აზერბაიჯანსა და მთელ რეგიონს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი არა მხოლოდ თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, არამედ ერთმანეთს ავსებენ და ახალ შესაძლებლობებს უხსნიან. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველო ქმნის აზერბაიჯანის მდიდარი ენერგორესურსების ტრანსპორტირების შესაძლებლობებს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება იმ ფართომასშტაბურ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებზე გაამახვილა, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს; მათ შორის, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენებს, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი მუდმივად განიხილავენ ახალ ინიციატივებს თანამშრომლობის განვითარებისათვის.პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებს ქმნის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამ, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადაიყვანა და ამით ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვისაც ახალი შესაძლებლობები შექმნა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ახლა, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალ თაობას ენიჭება.
სიახლეები
საზოგადოება
კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ
“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ.
პარტიის...
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია
პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა...
სიახლეები
საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო
საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...
საზოგადოება
“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი
კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...