ზატულინზე გაბრაზებული აფხაზი ბლოგერები: იქნებ ივანის პონტზე აგდება ,,ქართული ფაქტორით’’ ვცადოთ ?

0
409
როგორ ფიქრობთ, რა არის  მიზეზი იმისა, რომ აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებში დარეგისტრირებული ასზე მეტი კანდიდატიდან მხოლოდ ერთია რუსული გვარის მატარებელი? რამდენად ნორმალურია ეს ჩვენი მჭიდრო ურთიერთობის პირობებში?- ასეთი კითხვა დაუსვა ჟურნალისტებს სახელმწიფო დუმის დსთ- სა  და თანამემამულეებთან კავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა შეხვედრაზე, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში გაიმართა. 
 ზატულინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი მხოლოდ აფხაზი ხალხისა არ არის, ის აქ მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანების ქვეყანაცაა, ასეა რუსეთში და სურს  ასე იყოს აფხაზეთშიც.  ‘’აი, სომხეთში 2 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პირველად არის გათვალისწინებული კვოტები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის. გულით არ მინდა, რომ  ჩემი ძვირფასი  აფხაზეთი გამოიყურებოდეს როგორც ქვეყანა, სადაც ხორციელდება პრინციპი, რომელმაც თავის დროზე  კრიტიკულ მდგომარეობამდე  მიიყვანა საქართველო –  საქართველო ქართველებისთვის ( მხედველობაში მაქვს ქართულ- აფხაზური ომი, როცა საქართველო თავს დაესხა აფხაზეთს.) 0- განაცხადა ზატულინმა სდა პირდაპირ დასვა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ყველა ეროვნების, მათ შორის რუს მოქალაქეთათვის კვოტების დაწესების საკითხი. 
 
სოციალურ ქსელებში  მის ამ გამოსვლას ნამდვილი ქარისხალი მოყვა.
არღშფოთებული ბლოგერების კრიტიკული გამოხმაურებები მოყვა, აღშფოთების საგანია ის, რომ  ზატულინი საერთოდ შეეხო კვოტების საკითხს, რაშიც ისინი ერთის მხრივ ხედავენ გარკვეულ  საფრთხეებს აფხაზეთის პოლიტიკაში საკუთრივ აფხაზების ექსკლუზიური როლისა და დომინანტობისათვის  და მეორე მხრივ რუსეთის გეგმებს თანმიმდევრულად, მსგავსი ნაბიჯებით  დააკანონოს და გააგრძელოს თავისი ყოფნა აფხაზეთში, რაც უკვე ძალიან ბევრს აღარ მოსწონს და აშკარად ხედავს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფიქცია ხდება. 
 
,,ეს საგანგაშო სიგნალია, ზატულინი თითქმის ღია ტექსტით საუბრობს. ეს გაფრთხილებაა’’ – წერს ერთ-ერთი კომენტატორი.
 
,,თუკი რუსები თვითმფრინავის ჩამოგდებისა და პილოტების დახვრეტის შემდეგ არ ერიდებიან ურთიერთობებს თურქეთთან,  რა აზრი აქვს რუსებისთვის შეგონებას იმისა, რომ ჩვენ ვერ ვიბრუნებთ პირს  საქართველოსკენ ვერანაირ პირობებში.  ასე თუ გააგრძელეს, ჩვენც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ საკითხზე დავფიქრდებით – დიპლომატიის თამაში ჩვენც შეგვიძლია – ამასთან ამგვარ ულტიმატუმებში დასაკარგი არაფერი გვაქვს! ‘’
 
,,,რა თქმა უნდა დასაშვებია, რომ ზატულინი მაღლიდან წამოსული დირექტივების რუპორია, მაგრამ იქნებ მას თავად, პიროვნულად სურს და აწყობს ეს? რატომაც არა? გამოდის თავისი აგარაკის ჭიშკრიდან და ირგვლივ თავის რუსებს ხედავს.  ამას მოყვება რეფერენდუმი და ა, ბატონო, აფხაზეთიც მათია  ანუ შეუძლიათ თქვან – ,,Абхазия НАШ’’.
 
,,მე ასე ვფიქრობ: თუკი მათ პონტზე აგდებას ,,ქართული ფაქტორით’’ შევეცდებით, ივანი უკვე სერიოზულად გაბრაზდება. გარდა იმისა, რომ  ფსოუზე  უტანელ რეჟიმის დაგვიწესებს, შეიძლება  ზღავზე საქართველოს სანაპირო დაცვის გემების შემოსვლაზეც დახუჭოს თვალი, როგორც ეს ხდებოდა ამ დაცვის მიერ თურქული გემების დაკავების დროს 90 – იან წლების შუახანებში’’
 
არის სხვა მოსაზრებაც: ,,ზატულინი ყოველთვის იყო აფახაზეთის მეგობარი და ეს არ უნდა დავუკარგოთ. იქნებ ჯობია ჩვენს შეცდომებზე დავფიქრდეთ, სანამ ხელაღებით დავდებთ მას ბრალს აფხაზეთისადმი მტრულ განწყობებში’’
 
,,არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს კვოტების გაგება  – არჩევნები უნდა მიმდინარეობდეს სუფთა კონკურენტულ გარემოში და სწორედ ასეთი იგარემო მისცემს საშუალებას რუსული გვარის მატარებელ მოქალაეებს მოხვდნენ პარლამენტში . ჩვენ ხელებს გვიგრეხენ! მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს განსაცდელი არაერთხელ გამოგვივლია . ზატულინი კი არასოდეს ყოფია ჩვენი მეგობარი! ''
 
ხმა ამოიღეს სომეხმა ბლოგერებმაც: ,, გეყოფათ ახლა ეს კონცერტები. გინდატ თუ არა ეს აფხაზეთი ჩვენია,მთელმა მსოფლიო იცის, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სომეხია, მაშ რატომ უნფდა გვავისწროებდნენ აფხაზები, რომელნიც უმცირესობაში არიან? აფხაზური ფაშიზმი მალე დამთავრდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და რუსეთმა მხარი უნდა  დაგვიჭიროს ამაში. ჩენ დიდი ხანია ვითმენთ აფხაზების თავხედობას. ცევენ სომხებს მეტი უფლებები გვაქვს აფხაზეთზე ვიდრე აფხაზებს,რომენიც ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსახლდნენ აქ.''
 
 
 
 
წინა სტატიაქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიარამდენად წარმატებულად ივაჭრა დიმიტრი ობოლაძემ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური