ყაჩაღობა მოხდა ქუთაისში. ნიკეას ქუჩაზე სამმა ნიღბიანმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. თანამშრომლების თქმით, წაღებულია 1500 ლარი. დაშავდა ბენზინგასამართი სადგურის ერთი თანამშრომელი. ვაჟა ფხაკაძეს სახეზე დაზიანება აქვს მიყენებული. ის ყვება, რომ ნიღბიანები იარაღით მივიდნენ და ფული მოსთხოვეს. თანხის მიცემის შემდეგ სეიფის გასაღებიც მოითხოვეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ვაჟა ფხაკაძემ რამდენიმე წუთით გონებაც დაკარგა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ფხაკაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სახლში იმყოფება.შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
სიახლეები
სიახლეები
“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა
ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...
სიახლეები
ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios
ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...
სიახლეები
ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...
სიახლეები
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...