მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლებას ეს არ გაუვა'' - სალომე სამადაშვილი ბათუმის მოვლენების კვალდაკვალ ნაციონალურ მოძრაობაზე...

,,ხელისუფლებას ეს არ გაუვა” – სალომე სამადაშვილი ბათუმის მოვლენების კვალდაკვალ ნაციონალურ მოძრაობაზე მიტანილი იერიშის შესახებ

Published on

პრემიერ-მინისტრი კამერების თვალწინ დაკვეთას აძლევს საგამოძიებო ორგანოებს და პირდაპირ მიანიშნებს, სად უნდა მივიდეს გამოძიების შედეგები, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მორიგ განცხადებას. 
 
„ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კამერების თვალწინ, მთელი საზოგადოების თვალწინ დაკვეთას აძლევს იმ ორგანოებს, რომლებმაც უნდა ჩაატარონ გამოძიება და პირდაპირ მიანიშნებს, სად უნდა მივიდეს გამოძიების შედეგები, აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არც დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს, ასევე, არ არსებობს არც არანაირი სანდო დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ყველა მოვლენას ამ ქვეყანაში გამოიყენებს ძირითად ოპოზიციურ ძალაზე თავდასხმის და ძირითადი ოპოზიციური ძალის შევიწროების მიზნით, იმიტომ რომ რეალურად დღეს დემოკრატიის შენარჩუნების წითელი ხაზი გადის „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც დარჩა ქვეყანაში ერთადერთ ქმედით ოპოზიციურ ძალად. ჩემთვის გასაგებია, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევს იქიდან, რომ რაც შეიძლება ძლიერი დარტყმა მიაყენოს ჩვენს პარტიას, თუმცა ეს მათ არ გაუვათ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი დასრულდება კიდევ ერთხელ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვით, რომელიც ხელისუფლებას დარჩება საკუთარი განცხადების შედეგად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 
 
შეგახსნებეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. 

სიახლეები

იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა-პაპუაშვილი

ვისურვებდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში ბრიუსელის ჩინოვნიკები, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, და...

,, ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა“ — ფიშერის პასუხი კალაძეს

თბილისის მერის, კახა კალაძის მწვავე განცხადებასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას საქართველოში გერმანიის ელჩი...

თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების...

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...