მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების უგულვებელყოფა ქვეყანას შეიძლება ევროსაბჭოდან გარიცხვად დაუჯდეს

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების უგულვებელყოფა ქვეყანას შეიძლება ევროსაბჭოდან გარიცხვად დაუჯდეს

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო'' საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებას ეხება.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც იყენებს სხვადასხვა სანქციებს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
 
გიორგი ბერაიას თქმით, სანქციების უმაღლესი ზომა ევროსაბჭოდან გარიცხვაა. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით გვერდს აუვლის, ქვეყანა სწორედ ამ საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. 
 
"თუ არ გაითვალისწინებენ, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც იყენებს სხვადასხვა სანქციებს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ამ შემთხვევაში ყველაზე ბოლოს, ყველაზე მძიმე სანქცია რაც შეიძლება იყოს, ეს არის ევროსაბჭოდან გარიცხვა. თუმცა, აქამდე არის სხვა ისეთი პოლიტიკური სანქციები, რომლებიც ამ ქვეყნის ყველანაირ ევროატლანტიკურ კურსს ძირს გამოუთხრის და დააზიანებს ამ ქვეყნის ყველანაირ სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ," – განაცხადა გიორგი ბერაიამ.

სიახლეები

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას...

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...