მთავარისიახლეებიკონფლიქტებინატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს

ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ჯეიმს აპატურაი ეხმაურება. ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში აცხადებს, რომ ალიანსი არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ არჩევნებს.
 
"ეს არჩევნები არ უწყობს ხელს საქართველოში არსებული ვითარების გრძელვადიან მოგვარებას. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ალიანსი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," – ნათქვამია ჯეიმს აპატურაის ოფიციალურ განცხადებაში.

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...