მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ის ინფორმაციით მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულია 6 000 ლარი სტუდენტისთვის, რომლის ოჯახი...

ენმ-ის ინფორმაციით მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულია 6 000 ლარი სტუდენტისთვის, რომლის ოჯახი არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თორნიკე ბიკაშვილი და ირაკლი ნადირაძე თბილისის მერს 2016 წლის 12 იანვარს „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ ფარგლებში გადარიცხული 6 000 ლარის გამო აკრიტიკებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სტუდენტის ოჯახი, რომელსაც მერიამ თანხა გადაურიცხა, არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი. თორნიკე ბიკაშვილის განცხადებით, სტუდენტის დედა მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თავად სტუდენტი კი სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. „მიუხედავად დავით ნარმანიას რეპუტაციისა, მისი მიდრეკილებისა კორუფციასა და თანხების არამიზნობივად ხარჯვასთან დაკავშირებით, პროკურორის შვილის დაფინანსების შემდეგ ალბათ არავინ ელოდა, რომ მერიის სარეზერვო ფონდს იგი კვლავ გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. 2016 წლის 12 იანვარს, მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულია 6 000 ლარი თითქოს და სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლის საფასურის დასაფარად, რომლის მშობელიც მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თავად სტუდენტი კი როგორც მისი „ფეისბუქიდან“ ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია“ – განაცხადა თორნიკე ბიკაშვილმა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით კი, დავით ნარმანიას თბილისის ბიუჯეტი ჰგონია „საკუთარი ჯიბის ფული“, რის გამოც შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. „სამწუხაროდ, დავით ნარმანიამ დღემდე ვერ გაიგო, რომ არ შეიძლება თანხები ფლანგო მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნო ბიძინა ივანიშვილს და მხოლოდ იმიტომ, რომ გაამდიდრო კვლავ და კვლავ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები. სამწუხარო რეალობა გვაქვს, როცა ერთი მხრივ, უარს ეუბნებიან სოციალურად დაუცველ ადამიანებს ელემენტარული მედიკამენტების შეძენაზე, ოპერაციების დაფინანსებაზე, მრავალ ათას სტუდენტს, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული უარს ეუბნებიან დახმარებაზე და ამ დროს, მეორე მხრივ, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია თანხა სტუდენტისთვის თითქოს, ის არის სოციალურად დაუცველი. სინამდვილეში კი ამ სტუდენტის ოჯახი არასდროს არ ყოფილა სოციალურად დაუცველი“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

სიახლეები

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...