მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 22 საარჩევნო ოლქში მეორე ტური ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 22 საარჩევნო ოლქში მეორე ტური ჩატარდება

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 22 საარჩევნო ოლქში მეორე ტური ჩატარდება. ე.წ. არჩევნებში გუდაუთის რაიონში პირველივე ტურში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ კარგი შედეგები მიიღო. ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ასლან ბჟანია ასევე მეორე ტურში გავიდა. აღსანიშნავია, რომ არჩევნები წააგო და მეორე ტურში ვერ გავიდა სერგეი შამბა. ე.წ. პარლამენტის ახალი სტრუქტურა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ორ კვირაში 22 „საარჩევნო ოლქში“ მეორე ტური ჩატარდება. ე.წ. არჩევნები სულ 35 ოლქში ტარდება. ე.წ. ოპოზიციურ ბლოკში განაცხადეს, რომ ე.წ. პარლამენტში ოპოზიციის ხუთი წარმომადგენელია გასული პირველი ტურის შედეგებით. ხოლო ერთ ოლქში ხელახალი არჩევნები ჩატარდება იმის გამო, რომ კანდიდატებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...