მთავარისიახლეებიპოლიტიკა2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა-ოპოზიცია არსებულ...

2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა-ოპოზიცია არსებულ სტატისტიკას ეხმიანება

Published on

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, დავით სერგეენკომ გაჭირვებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარებების მასობრივი მოხსნა დაიწყო – ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა, – ამის შესახებ დღეს პარლამენტში, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ დახმარებებს პოლიტიკური მიზნით იყენებს. “მეხუთე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა, თითქოს საარსებო შემწეობის სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ” 40 000-ით გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი, არჩევნების შემდეგ კი, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ისევ დაიწყო გაჭირვებული ადამიანების ამოყრა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. “ევროპული საქართველოს” წევრი მიიჩნევს, რომ “საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს პოლიტიკური მოტივაციის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის”. 

სიახლეები

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას...

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...