მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალური აფექტი თუ ორგანიზებული დესტრუქცია - რა მოხდა ბათუმში?

სოციალური აფექტი თუ ორგანიზებული დესტრუქცია – რა მოხდა ბათუმში?

Published on

”აქციის მონაწილე ახალგაზრდები შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს, მიუტანეს მათ დასალევი, ტომრებით ქვები, ხოლო ის, თუ ვინ გააკეთა ეს, სამართლადამცავები აუცილებლად გაარკვევენ- აცხადებს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი  მუხრან ვახტანგაძე.
იგი დარწმუნებულია, რომ  11-12 მარტს, აჭარის პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული პროცესები ორგანიზებული იყო და  უბრალოდ  განაწყენებული ხალხის ნამოქმედარი არ არის. 
”პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველას, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიან გარემოში. ის, რაც ბათუმში მოხდა, არის მიუღებელი. ვთვლი, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ბათუმელს. იქ რაც მოხდა, როცა მოვლენები აგრესიასა და ვანდალიზმში გადაიზარდა, განაწყენებული ხალხის ნამოქმედარი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. მოვლენებს ვერ გავუსწრებ. ვიცი, რომ სამართალდამცავები მუშაობენ და ძალიან მალე იქნება ცნობილი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ჩემი აზრით, ისინი სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ”, – აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ
 
""მომხდარს შევაფასებდი სოციალურ აფექტად პოლიტიკური შეფუთვით. დარწმუნებული ვარ, ამ პროტესტის საფუძველი სწორედ სოციალურ სფეროში უნდა ვეძებოთროდესაც სოციალურ საფუძველზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო-სტატისტიკური ქართველის სოციალური სტატუსი საგრძნობლად დაეცა, საზოგადოებაში იზრდება საპროტესტო განწყობა. ადამიანი ყოველდღიურად თავის გადასარჩენად იბრძვის, კაპიკებს ძლივს შოულობს და ამ დროს პატრული უწერს ჯარიმას, რომელიც მის შემოსავალს აღემატება. არ ვამბობ, რომ არავინ უნდა დაჯარიმდეს, მე პრობლემის არსზე ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, სწორედ სოციალურმა მიზეზებმა განაპირობა აქციის ასეთი აგრესიული ფორმა. ყველაფერს აქვს თავისი კრიტიკული ზღვარი. ერთია ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური აფექტის ზღვარზეა და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში პროვოკაციის დაგეგმვა და მოწყობა უფრო ადვილია. ამის გამოყენება შეიძლება სცადონ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე უცხო ქვეყნების შესაბამისმა სამსახურებმაც. უმნიშვნელოვანესია მომხდარის სწორად გაანალიზება და დასკვნების ისე გამოტანა. თავიდანვე რაღაც შეთქმულების თეორიების ჩამოყალიბება და ამით აპელირება არასწორი მგონია", – ამბობს ექსპერტი  გია ხუხაშვილი. 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...