მთავარისიახლეებირეგიონებიისევ საპროტესტო აქცია და ისევ ბათუმში - ამჯერად სუვენირებით მოვაჭრეები შფოთავენ

ისევ საპროტესტო აქცია და ისევ ბათუმში – ამჯერად სუვენირებით მოვაჭრეები შფოთავენ

Published on

ბათუმში სუვენირებით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი  არ ეთანხმებიან მერიისგან შეთავაზებულ პირობას, რომლის თანახმადაც, 70 მოვაჭრეს 25 ჯიხურს სთავაზობენ. 
 
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული 25 ჯიხურის განაწილებას ვერ მოახერხებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნინო მეფარიშვილი აცხადებს, მერია მათ რიგრიგობით ვაჭრობას სთავაზობს. 
 
„ბათუმის მერია 25 ჯიხურს გვთავაზობს და ასე როგორ ვიმუშავებთ საინტერესოა. რამდენი მოვაჭრე ვართ იმდენი ჯიხური მოგვაწოდონ. მართალია, ჯიხურები ქალაქს აუშნოებს, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაშიც შევიდნენ. ვრჩებით უმუშევარი“, – აცხადებს ნინო მეფარიშვილი.

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...