მთავარისიახლეებიპოლიტიკასპეცრაზმმა აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა

სპეცრაზმმა აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა

Published on

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ბათუმში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
 
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის სპეცრაზმის წარმომადგენლები თავად არიან განთავსებულნი როგორც სამმართველოს წინ, ისე ახლომდებარე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული.
 
სპეცრაზმს ტერიტორიის გათავისუფლებისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები აღარ გამოუყენებია. 
 
აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. 
 

სიახლეები

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...