სოციალურ ქსელებს მღელვარება მოედო

0
456
სოციალურ ქსელებს მღელვარება მოედო. ხალხი ცდილობს გაანალიზოს ინფორმაცია, რომელზედაც ამ ეტაპზე  მიუწვდება ხელი, გამოითქმის უამარავი განსხვავებული ინტერპრეტაცია და ვერსია, დღეს მომხდარისა და მისი შესაძლო განვითარების სცენარი.
 
,, საწყალ კაცს აწყენინეს, ხალხი გამწარდა, შეიკრიბა, მერე სპეცრაზმი 5 წუთით მიუშვეს, გაზით, ტყვიებით, სულ არაფრის გამო. საბაბიც არ იყო. და სწრაფადვე უკან გაიწვიეს… კიდევ უფრო გადარიეს ხალხი… აი მერე, რა თქმა უნდა, გადაირია ხალხიო და ქვისმსროლელების და მანქანების დამწველების გამოჩენა უკვე ნორმალურ რეაქციად ჩანს ..ახლა ვანდალებს ჩააბარეს ქალაქი და არც კი ცდილობენ აღკვეთას… ახლა მაინც თუ არის გასაგები, რისთვის სჭირდებოდათ ხალხის დაბეჩავება და გაღატაკება?''
 
,,ეს არის სოციალური აფეთქება. ხალხი დაიღალა სიდუხჭირით და კიდევ ეს არანორმალური ჯარიმები და უსაზღვროდ არაადეკვატური გადასახადები, ბანკის ვალები და –  ხალხის მორჩილება-თმენის ლიმიტიც გათავდა. რაც არ გამორიცხავს სხვადასხვა ძალების მიერ ამ სიტუაციის გამოყენებას.''
 
,,ახლა მტყუან-მართლის გარჩევის დრო არ არის. სასწრაფოდ მთელი სპეცნაზი თავისი ტექნიკით თუ ხვალ დილით არ გაწმენდს ქალაქს, დიდი უბედურება არ აცდება ქვეყანას. აი სწორედ ეს ააცილა ქვეყანას წინა ხელისუფლებამ თბილისს 26მაისს და 7ნოემბერს''
 
,,თუ ხვალამდე არ დაშლეს და არ დააკავეს, გარე ძალები ჩაებმებიან და შეეცდებიან ბრბო მართონ. გარდა ამისა,  ამათი სწრაფი დაუსჯელობა შექმნის პრეცენდენტს სხვა რეგიონებშიც. ჯარის შეყვანის გარეშე ამათი მოგვიანებითი წარდგენა სასამართლოს წინაშე  შეუძლებელი იქნება. ანუ ყოველ დაკავებაზე ასეთი ამბავი ატყდება, თუ ეხლავე ჯარი არ შეიყვანეს და დინგში არ მოახვედრეს ამ ბრბოს!''
 
,,რუსეთი კარგავს საქართველოს, შედეგად კარგავს საკუთარ იმპერიას, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება, ნატო-ს გაძლიერება შავ ზღვაზე და ბოლოს სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაარწმუნა კრემლი, რომ პროცესი გახდა შეუქცევადი. კრემლს საქართველოში ჰყავს მორჩილი გავლენიანი ოლიგარქი, მორჩილი და ერთგული პირები ხელისუფლებაში და მათზე დაყრდნობით აამოქმედა საქართველოს ფრაგმენტაციის სეპარატისტული გეგმა. ამ გეგმის ნაწილია რაც ხდება ბათუმში. ''
 
,,ის, რაც ხდება, არის თავად ხელისუფლების მიერ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია. რამდენიმე კვირა ბათუმის პატრულის მიერ მიზანმიმართულად ხდებოდა ადამიანების დამცირება, მათი საჯაროდ დაპატიმრებები და დაჯარიმებები. ამიტომ დღევანდელი ქსენოფობიური პროვოკაცია იყო ნაპერწკალი, რამაც ეს არეულობა გამოიწვია. არ ხდება ასეთი რაღაცეები სპონტანურად. ''
 
,,მანდ კიდევ სხვა ამბებია  და  ბიძოს (რუსების) ხელწერას ჰგავს. აჭარაში პოლიციის და პატრულის ვერხუშკაში ბოლო დროს გორელები და კასპელები დანიშნეს და ადგილობრივების გატისკვის ცირკულარიც მისცეს. …. შედეგები ალბათ ადვილი განსაჭვრეტია. წავა მანდ ამბები. ჩოლოქის ხიდის აფეთქების მოთხოვნებიც იქნება, მალე. …. ასეთი მასშტაბის პროტესტი სპონტანურად არ ხდება.''
 
,,ეს არის დაგეგმილი, ორგანიზებული მართული ქაოსი, რომელიც მოაწყობილია კრემლის და ოლიგარქის მორჩილი ჩინოვნიკების მიერ. ევროპა, ნატო გარედან იცავენ საქართველოს კრემლის პირდაპირი ჩარევისგან. უშუალო ჩარევის გარეშე კი კრემლი ვერ მიიღებს იმ შედეგს რაც უნდა, საქართველოს დაქუცმაცება ვერ მოხდება. ამიტომ ახლა მთავარია შიგნით როგორ მოვერევით სიტუაციას, ანუ რას მოახერხებს ოპოზიცია. ჯერჯერობით რასაც ვისმენ, ოპოზიციის შეფასებები ადეკვატურობისგან შორს დგას.''
 
,,როგორც არ უნდა მძულდეს ეს ხელისუფლება, ვერასდროს დავუჭერ მხარს ქალაქის დაწვას,პოლიციის მანქანაზე ფეხით შედგომას და წიხლების რტყმას..მე მიყვარს ეს ქვეყანა და მკლავს იმის ყურება,თუ როგორ ნადგურდება ეს ნალოლიავები ქალაქი''
 
,,დღევანდელი მოვლენები კი ასე დაიწყო:  დღეს ადამიანმა შვილი დაკრძალა და უკან რომ ბრუნდებოდა, აფთიაქთან გააჩერა, რადგან მეუღლე გაუხდა ცუდად და მას 200- ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის მხრიდან მოხდა პროვოცირება და ეს ადამიანი დააკავეს. მოსახლეობის პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. მოსახლეობა პროტესტს გამოხატავს ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსის მალხაზ ბათიაშვილის და პოლიცის თანამშრომლის ლევან ქებაძის მიმართ. 
მოსახლეობა ითხოვს ამ ადამიანებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება და დაიწყოს მათ მიმართ გამოძიება.''
 
ათუმში არეულობა ამ დრომდე გრძელდება. ათი საათის დაგვიანებით ჩასული შს მინისტრი  ოპერატიულ ( ცინიზმის მწვერვალი) თათბირს ატარებს.   მოსახლეობა კომპიუტერის კლავიატურაზე აკაკუნებს.  მას კი, ვინც ამ სტატუსების მთავრი გმირია,  ტკბილად ძინავს და შესაძლოა  აჭარიდან გადასანერგად მონიშნული  ხეები ესიზმრება 

 

წინა სტატიაამ წუთებში ქვებით შეიარაღებული აქციის მონაწილეები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსთან დგანან და იქ მყოფი სპეცრაზმის მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური