პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის მოვლენებს აქამდე არ გამოხმაურებია, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ მედიაში გუშინ დილით გაჟონილი ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის თუ გადაყენეწბის შესახებ სიმართლესთან ახლოა.
სამაგიეროდ, ბათუმელებს სიმშვიდისკენ ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ მოუწოდა. ახლახან მან facebook-ის მის გვერდზე ვიდეომიმართვა გავრცელდა.
„ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება, ეს არის დანაშაული და კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი, დამშვიდდით და ხვალინდელ დღეს დაელოდეთ. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელების და სამართალდამცავების გვერდით. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორების და უკანონობის წინააღმდეგ,“ – განაცხადა კახი კალაძემ.