მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება დესტრუქციის ორგანიზებაში ოპონენტებს ადანაშაულებს, ოპოზიციური სპექტრი კი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ხელისუფლება დესტრუქციის ორგანიზებაში ოპონენტებს ადანაშაულებს, ოპოზიციური სპექტრი კი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

Published on

ყოფითი შემთხვევა, რომელიც მართულ არეულობაში გადაიზარდა – ასეთია ღამით ბათუმში განვითარებული მოვლენების პოლიტიკური შეფასება, რომელსაც როგორც მმართველი გუნდი ასევე ოპოზიციის დიდი ნაწილი იზიარებს, თუმცა ხელისუფლება დესტრუქციის ორგანიზებაში ოპონენტებს ადანაშაულებს, ოპოზიციური სპექტრი კი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
 
აჭარის მთავრობაში გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების ოფიციალურ ვერსიაზე არ უსაუბრია ვიცე-პრემიერს. კახი კალაძე დღეს მინიშნებებს აქციის შესაძლო ორგანიზატორებზე აკეთებდა.
მინიშნების გარეშე, პირდაპირ ოპოზიციურ ძალებზე ისაუბრა პრემიერმა ჯერ კიდევ დილით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამართულ შეხვედრამდე.
ბათუმში განვითარებული მოვლენების უკან პოლიტიკური ოპონენტების ინტერესებს ხედავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც
 
გამოძიების დასრულებამდე ბრალდებების შემცველი განცხადებების გამო ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებენ მესამე სექტორში. არსამთავრობოები აცხადებენ, რომ ძალის გადამეტების ფაქტი პოლიციის მხრიდან გუშინ არ დაფიქსირებულა, თუმცა არეულობის ორგანიზატორების დადგენის აუცილებლობაზე მიუთითებენ და აქვე განმარტავენ, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება დაგვინებული იყო.
 
.შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით კი, პოლიცია წუხელ ბათუმში პროპორციულად და ადეკვატურად რეაგირებდა.
 
 
 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...