მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ არის დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, რომელმაც საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობა...

ვინ არის დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, რომელმაც საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” დირექტორის თანამდებობა უნდა დაიკავოს?

Published on

ვინ არის დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, რომელმაც   საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობაზე  სინოდის გადაწყვეტილებით  გათავისუფლებული  ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა)  უნდა ჩაანაცვლოს  საჯარო რეესტრში მის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ფორმალობების გადაწყვეტის შემდეგ.
 
,,კვირის პალიტრა'' ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ ფოფხაძე, დღეს დეკანოზი მიქაელი, იგივე ლუკა ბეთანელი  გასული საუკუნის 80-იან წლებში მუსიკოსი იყო,გიტარისტი და უკრავდა როკჯგუფში "თეატრონი", რომლის სოლისტი მერაბ სეფაშვილი გახლდათ. თავისუფლებისკენ სწრაფვა ყოველთვის ჰქონდა ამ ადამიანს და ერთხელაც, უცხოეთში ერთ-ერთი საგასტროლო გასვლისას მოახერხა და უცხოეთში დარჩა. მოკლედ, ჯგუფთან ერთად ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. ამის გამო, კე-გე-ბე- ს გარკვეული პერიოდის განმავლობაში როკჯგუფის წევრები დაკითხვებზე დაჰყავდა, ამის შესახებ მერაბ სეფაშვილსაც ჟურნალისტებთან არაერთხელ უსაუბრია…
 
მიხეილ ფოფხაძემ აშშ-ში ემიგრანტული ცხოვრება დაიწყო… წლების შემდეგ კი, მღვდლად ეკურთხა და იქ მართლმადიდებლურ ტაძარში სასულიერო ღვაწლს შეუდგა, თუმცა წლების განმავლობაში ლუკა ბეთანელის ფსევდონიმით მსახურობდა "რადიო თავისუფლების" ("ამერიკის ხმა" ვაშინგტონიდან) ქართულ ბიუროში, სადაც სისტემატურად გადმოსცემდა რეპორტაჟებს.
 
დეკანოზი მიქაელი უკვე 10 წელია, რაც საქართველოს დაუბრუნდა და სულიერ ღვაწლს აქ განაგრძობს. ამჟამად იგი ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარია..

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...