მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თუ არ დავეკითხებით დღეს სტრასბურგს, მერე დავეკითხებით მოსკოვს''. ,,ეს არის პროდასავლური...

,,თუ არ დავეკითხებით დღეს სტრასბურგს, მერე დავეკითხებით მოსკოვს”. ,,ეს არის პროდასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლა”

Published on

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ  რუსთავი 2 – ის მხარდამჭერი აქცია – კონცერტი მიმდინარეობს.

აქციაზე მყოფი პოლიტიკოსები, მედიაექსპერტები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში აფასებენ საფრთხეებს, რომელიც  რუსთავი 2 – ის, ზოგადად მედიის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება
 
მედიამკვლევარი ნინო დანელია: „აქ ვდგავარ იმიტომ, რომ მხარი დაგიჭიროთ, იმუშაოთ მშვიდად. არ მინდა, მედიამ საქართველოს ხელისუფლებას შეუქმნას იმგვარი გარემო, რომ ის იყოს მაქსიმალურად კომფორტულად. “
 
 ნაციონალური მოძრაობის წევრი ნინო კალანდაძე: ,,ეს არის  პროდასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლა. დღეს არის საზეიმო დღე, რუსთავი2-მა ქართველ საზოგადოებასთან ერთად ოლიგარქიულ მმართველობაზე გაიმარჯვა და ამან უნდა მოგვცეს ძალა, ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა''
 
დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე: რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ საფრთხე მაინც არსებობს''. 
 
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე: „ბიძინა ივანიშვილს თავისი არაფორმალური მმართველობის განსახორციელებლად აუცილებლად ესაჭიროება სრული კონტროლი მედიასივრცეზე. სტრასბურგის მიერ აღმკვეთი ღონისძიების შეჩერება არის დროებითი ღონისძიება და ძირითადი ბრძოლა წინ არის.ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმართლე არის რუსთავი2-ის მხარეს. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს და სწორედ რუსთავი2-ის გამარჯვება ამ საქმეში იქნება დღეს საქართველოს გამარჯვება“ 
 
 ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშნავს, რომ თავისუფალი სამყარო ღიად იცავს უნივერსალურ ღირებულებას. მაგრამ ეს ხელისუფლება აპირებს შეტევის გაგრძელებას სიტყვის თავისუფლებაზე, რუსთავი2-ზე. როგორც ჩანს, მათ აქვთ გეგმა, ივანიშვილის დავალებით, მოგუდონ რუსთავი2 ფინანსური თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით,“ 
 
მსახიობი ია ფარულავა:  „მე აქ მოვედი, რომ შევუერთდე ჩემს მეგობრებს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, , ერთგვარი ზეიმიც არის ეს. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის აქ ყოფნა იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვინდა ევროპული გზა“ 
 
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე:  „რუსთავი2 დღეს არის სიტყვის თავისუფლების გარანტი.  ხელისუფლება მრავალ ღონისძიებას მიმართავს, რათა რუსთავი2 შეზღუდოს. მთავრობა რომ გამოდის და ამბობს, ეს არის საქმე რუსთავი2 საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური არაკორექტულობის და არასწორი ქცევის უკიდურესი ფორმა. თუ არ დავეკითხებით დღეს სტრასბურგს, მერე დავეკითხებით მოსკოვს.“ 
 
 

სიახლეები

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...