მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თიამერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

„თიამერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

Published on

„თიამერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა განცხადება დაწერა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ორშაბათს გაკეთდება. „თაიმერის“ წყარო, რომელიც „ოცნების“ წევრია, კვირაშვილის გადადგომის მიზეზს არ ასახელებს, თუმცა პრემიერის შეცვლის შესახებ დიდი ხანია, საუბრობენ. გამორიცხული არაა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდეს, თუმცა კულუარებში ამ თემაზე, როგორც აღვნიშნეთ, დიდი ხანია, საუბრობენ და მის შემცვლელსაც ასახელებენ. ის, სავარაუდოდ, ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი გიორგი გახარია იქნება.
გახარიას დოსიე ასეთია:
2014 წლის დეკემბერიდან 2016 წლის სექტემბერამდე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი; ამავე პერიოდში ეკავა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა. 2008 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2006 წლის სექტემბერიდან-2009 წლის მაისამდე – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწევეული ლექტორი 2004 წლის მაისიდან-2008 წლის ნოემბრამდე – SFK Group – გენერალური დირექტორი განათლება.2002-2004 წლებში გახარია სწავლობდა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, დამთავრებული აქვს უმაღლესი ბიზნესსკოლა ბიზნესის მართვის მაგისტრის სპეციალობით (MBA); 1994-2000 წლებში სწავლობდა, ასევე, მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. არის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. 1992-1994 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.გვახარიას ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.2016 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში საგადასახადო ომბუდსმენის პოსტზე გახარიას წლიურმა შემოსავალმა 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 75 000 ლარი შეადგინა. დეკლარაციის შევსების პერიოდში გახარიას “რაიფფაიზენ ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 102 900 დოლარი, “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 600 ლარი ჰქონდა.
წყარო: timer.ge

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...