შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიამ დრომდე არ ჩასულა ბათუმში, სადაც თითქმის ათი საათის წინ დაწყებული საპროტესტო სიტუაცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. იგი მხოლოდ ერთი საათის წინ, დიდი დაგვიანებით გამოჩნდა კამერების წინ და განაცხადა, რომ ბათუმში მიემგზავრება. წასვლის ეინ მან მოკე კომენტარები გააკეთა ბათუმში მიმდინარე ექსცესებზე.
კომენტარებში მან აღნიშნა, რომ დაკავებული 6 მოქალაქე გაათავისუფლა.
„მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და შემიძლია გთხრათ, რომ ეს ადამიანების აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარდგებიან,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროვოკაციული მოქმედება კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის.
„ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორი და ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი საჭიროების შემთხვევაში საკადრო გადაადგილებებსაც არ გამორიცხავს.