მთავარისიახლეებიპოლიტიკასაჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა

Published on

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის – ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დეკანოზ მიქაელ (მიხეილ) ფოფხაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ფოფხაძემ ტელეკომპანიის დირექტორად დასარეგისტრირებლად რეესტრს დღეს მიმართა. მან თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს გადაწყვეტილება წარადგინა.საჯარო რეესტრში მიიჩნევენ, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს. რეგისტრაციის პირობების დასაკმაყოფილებლად მიქაელ ფოფხაძეს 30 დღე აქვს."ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველო საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამოწმებული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით," – ვკითხულობთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.ტელევიზიის დირექტორის შეცვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა. მიხეილ ფოფხაძემ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, იგივე პაატა ცაავა შეცვალა

სიახლეები

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...