მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთველის პროსპექტზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აქცია-კონცერტისთვის

რუსთველის პროსპექტზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აქცია-კონცერტისთვის

Published on

დღეს , 14:00 საათზე თბილისში   პარლამენტის შენობის წინ რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი დაიწყება.
სცენიდან მაყურებელს სამაუწყებლო კომპანიის სახეები მიმართავენ და იქ შეკრებილებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ რუსთავი2-ის გარშემო შექმნილ ვითარებას.
კონცერტში მონაწილეობენ  რუსთავი 2 – ის  პროექტების გამარჯვებულები და ის მომღერლები, რომლებიც მაყურებელმა სწორედ სამაუწყებლო კომპანიის ეთერით გაიცნო.
რუსთველის გამზირზე აქცია-კონცერტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, აქცია „რუსთავი2“-ის ინიციატივით იმართება, თუმცა მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უერთდებიან. 
გუშინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. მან შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, არხის ირგვლივ არსებობს.

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...