მთავარისიახლეებიპოლიტიკანადიბაიძის ნალოლიავები ინფრასტრუქტურა და იქვე აღიარება, რომ ისედაც ძლივს...

ნადიბაიძის ნალოლიავები ინფრასტრუქტურა და იქვე აღიარება, რომ ისედაც ძლივს კეთდება რაღაც ქალაქში,

Published on

,,მთავარი მოთხოვნა სრულებულია, ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ნალოლიავებ ინფრასტრუქტურას მოვუფრთხილდეთ, – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ის, რაც ბათუმში ხდება არც ერთ მხარეს არ აწყობს. 
 
„ჩემი შეფასება არის ძალიან მოკლე – ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ შეფასებაზე მეტად ახლა მოწოდება მინდა გავაკეთო – დავმშვიდდეთ, არავის აწყობს ეს პროცესი, არც იმ მხარეს, რომელიც პროტესტს გამოთქვამს და არც იმას, ვინც ცდილობს, რომ პროცესები გადაიყვანოს მშიდ ვითარებაში. მთავარი მოთხოვნა შესრულებულია. ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ისედაც ნალოლიავებ ინფრასტრუქტურას – ძლივს კეთდება რაღაც ქალაქში, უნდა მოვუფრთხილდეთ“, – განაცხადა დავით გაბაიძემ. 
 
ნადიბაიძეს, როგორც ჩანს, მღელვარებისგან რამსები აერია – აქციის მთავარი მოთხოვნა დაკავებულ მონაწილეთა გათავისუფლება არ ყოფილა და ვერ იქნებოდა, იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი აქციის პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულები არ ყოფილან. აქციის მონაწილეთა პრეტენზიები სულ სხვა მიზეზით იყო გამოწვეული, მათ შორის იმითაც, რაც მას თავად წამოცდა: ,,ისედაც ძლივს კეთდება რაღაც ქალაქში''.
 
რატომ კეთდება ბათუმში ამ ბოლო წლებში მხოლოდ ,,რაღაც'' და ისიც ძლივს?  –  მთავარი კითხვა სწორედ ეს არის 
 
რაც შეეხება  ინფრასტრუქტურას , რომლის გაფრთხილებისკენ ჭირისუფალივით მოუწოდებს ქუჩაში გამოცვენილ ეგზალტირებულ ყმაწვილებს, იმ  ხელისუფლების ნალოლიავები არ არის, ვისაც ის წარმოადგენს – სხვისი დამსახურებაადა ამ ტყუილის შემოცურების მცდელობა ამ დაძაბულ სიტუაციაში მომგებიანი არ არის.
 
 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...