მთავარისიახლეებიპოლიტიკაIMEDINEWS-ის ინფორმაციით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

IMEDINEWS-ის ინფორმაციით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

Published on

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კარალეთის ბაზის თანამშრომელი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს. შემთხვევა სოფელ მერეთთან, ოკუპირებული სოფელ ხელჩუას სიახლოვეს მოხდა. სპეცრაზმელი ამ ტერიტორიაზე დილით ადრე, 8 საათისთვის გავიდა, სადაც ნორმატივების ჩასაბარებლად ვარჯიშობდა. გატაცებული აფხაზეთიდან დევნილია. IMEDINEWS-ის ინფორმაციით, გატაცებული უკვე რუსეთის სამხედრო ბაზაზეა გადაყვანილი.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე IMEDINEWS-სთან საუბარში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ადასტურებს. მისი თქმით, ინფორმაციის გადამოწმება ევროკავშირის ცხელი ხაზი მეშვეობით მიმდინარეობს. 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...